ალუდა ღუდუშაური - როგორ შეიძლება 20 ივნისთან დაკავშირებით კითხვა ჩვენი მისამართით იყოს, როცა შს მინისტრი გახარია იყო?! - როგორც მას უყვარს, წერტილი!

2019 წლის 20 ივნისს შს მინისტრი გიორგი გახარია გახლდათ - როგორც მას უყვარს, წერტილი! როგორ შეიძლება 20 ივნისთან დაკავშირებით კითხვა ჩვენი მისამართით იყოს, როცა შს მინისტრი გახარია იყო?! - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა.

კითხვაზე, თუ ვინ გასცა აქციის დაშლის ბრძანება, ღუდუშაურმა ხაზგასმით აღნიშნა, „ყველაფერზე პასუხისმგებელი შს მინისტრია“.

„გახარიას ჰგონია, რომ დღეს ჟურნალისტებთან მოქნილად პოზიციონირებს და საკითხებს ღიად ტოვებს. გახარია იმ დროს შს მინისტრი იყო და შესაბამისად, თუ არა ის, ვის შეეძლო ასეთი რამ გაეკეთებინა? თქვენ იცით, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ამასთან დაკავშირებით არაერთ საქმეზე აქვს გადაწყვეტილება მიღებული. იქ აღნიშნულია მთელი რიგი საკითხები. სახელმწიფოს პოზიციონირება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიერ შეფასდა კანონისა და ადამიანის უფლებათა ჩარჩოებში. ევროპის სასამართლომ თქვა, რომ სახელმწიფო პოზიციონირებდა სწორად“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში