უკრაინის ომბუდსმენი - რუსეთის ტყვეობაში უკრაინის 28 000 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება

რუსეთის ტყვეობაში უკრაინის 28 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება და მათი მდგომარეობის შესახებ ცნობილი არაფერია, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის ადამიანის უფლებათა კომისარმა, დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა.

„დღეს მდგომარეობით, უკრაინის 28 ათასი მოქალაქე რუსეთის ფედერაციის ტყვეობაშია. ჩვენ ვერ ვამოწმებთ მათ მდგომარეობას, ვერ შევდივართ რუსეთის ციხეებში, ვერ გადავცემთ მედიკამენტებს. კიდევ ერთხელ მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას: დაგვეხმარეთ ჩვენი მოქალაქეების დაცვაში, დაგვეხმარეთ მათ დაბრუნებაში!“ - აღნიშნა ომბუდსმენმა.

ომის ტყვეების თემასთან დაკავშირებით, ლუბინეცმა აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედრო ტყვეები დაცული არიან ჟენევის კონვენციით - რუსი ტყვეებისთვის სპეციალურად შექმნილ ბანაკში წითელი ჯვრის წარმომადგენლები მიდიან და მათ მდგომარეობას ამოწმებენ, ასევე ტყვეებს საშუალება აქვთ, ნათესავებს ყოველ კვირას ტელეფონით დაუკავშირდნენ.

„რა ხდება უკრაინელ ომის ტყვეებთან დაკავშირებით? ჩვენ არც კი ვიცით სად არიან, არც კი ვიცით მათი რაოდენობა. არავინ არავის წერს წერილებს. რუსეთში ეს სისტემა მუშაობა (რუსეთში)“, - აღნიშნა ომბუდსმენმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
BMW-ს ახალი ეპოქა: გაიცანით Neue Klasse-ის პირველი სერიული მოდელი iX3
ზაფხული „მოზაიკოს“ ტერასაზე - საავტორო კოქტეილები, თბილისური ხედები და განსაკუთრებული ადგილი შეხვედრებისთვის
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტში გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს