სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა.

სუს-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და უსაფრთხოების სფეროში მტკიცე თანამშრომლობის მნიშვნელობას, ისაუბრეს არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე.

„გრიგოლ ლილუაშვილმა და მარკ კლეიტონმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონული საფრთხეები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია