ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ფონდ „არველაძეების“ მხარდაჭერით ზუგდიდში სკვერის ბიბლიოთეკა გახსნა

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ, დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა Arveladze Foundation - ფონდი არველაძე-ის მხარდაჭერით, ზუგდიდში სკვერის ბიბლიოთეკა გახსნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას, ძმებ არველაძეებთან ერთად, ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი თემურ ქეცბაიაც დაესწრო.

„ეროვნული ბიბლიოთეკა უკვე წლებია საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში სკვერის ბიბლიოთეკებს აწყობს, ამარაგებს უახლესი ლიტერატურით და ამით რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს წიგნის კითხვის მოტივაციას და თანამედროვე ლიტერატურის გაცნობის საშუალებას აძლევს.

პროექტი მომავალშიც გაგრძელდება“,- ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია