ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაერთების  გამო, გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაერთების გამო, 9 დეკემბრის 08:00 საათიდან 11 დეკემბრის 08:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა ორბელიანის ქუჩაზე, ორბელიანის N26-დან ანტონ ფურცელაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება.

„დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რენა აბჟანდაძის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ათონელის ქუჩების გამოყენებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი