საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტს დაარსებიდან 28 წელი აღნიშნეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტს დაარსებიდან 28 წელი შეუსრულდა. ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ კურსდამთავრებულები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები, დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რატი ბურდიაშვილმა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტი 2011 წელს შეიქმნა საბანკო საქმის კათედრის ბაზაზე, რომელიც თავის მხრივ, 1995 წლის 1 დეკემბერს ჩამოაყალიბა „გაერთიანებული ქართული ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ანტონ ინგოროყვამ. როგორც საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რატი ბურდიაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მისიიდან გამომდინარე, საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიზანია ფინანსებისა და საბანკო საქმის სფეროების და ინოვაციური მეთოდების გამოყენების უნარების მქონე, კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადება.

„დეპარტამენტში სასწავლო პროცესს წარმართავენ ღვაწლმოსილი პროფესორები და პრაქტიკოსი ბანკირები. საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტი ახორციელებს ორ საგანმანათლებლო პროგრამას, ბაკალავრებისთვის საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიურ პროგრამას და მაგისტრანტებისთვის საბანკო პროცესების მართვას. ჩვენ ტექნოლოგიებით გავამდიდრეთ სასწავლო პროგრამა, ვთვლით, რომ საფინანსო სექტორის განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ვთავაზობთ ფინანსების, საბანკო საქმისა და ტექნოლოგიების სინთეზურ სწავლებას. ამდენად, პროგრამები მოთხოვნადია და მისაღებ გამოცდებზე ყოველ წელს კონკურსი ფიქსირდება. ასევე, მაღალი მაჩვენებელი გვაქვს დასაქმების კუთხით, ჩვენი კურსდამთავრებულების 90%-ზე მეტი სპეციალობით მუშაობს“, - აცხადებს დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლებს, კურსდამთავრებულებს და სტუდენტებს ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ მიულოცა დეპარტამენტის დაარსებიდან 28 წლისთავი.

ღონისძიების დასასრულს, პროფესორმა რატი ბურდიაშვილმა ფაკულტეტის ადმინისტრაციის წევრებს, დეპარტამენტის პროფესორების მიერ, პროფესორ ზურაბ ჩხაიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახელმძღვანელო - „საბანკო ბიზნეს ლოგისტიკა“, ხოლო, პროფესორმა გიორგი ცაავამ მონოგრაფია - „კომერციული ბანკების როლი ტერიტორიულ საწარმოო-კლასტერებში და ახალი საკრედიტო პროდუქტი - კლასტერული კრედიტი“ გადასცა სამახსოვროდ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში