ინტერრელიგიური სათათბირო პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ინტერრელიგიური სათათბიროს წევრები და რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის წარმომადგენელს, ია იმერლიშვილს შეხვდნენ. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის თქმით, შეხვედრის მიზეზი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ინიციატივაა, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და მათი სულიერი და რელიგიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სხვადასხვა რელიგიურ კონფესიებთან მჭიდრო თანამშრომლობას და ამ პროცესში რელიგიის სააგენტოს აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს.

„მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ია იმერლიშვილმა ინტერრელიგიური სათათბიროს წევრებს გააცნო ის აქტივობები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით. კერძოდ, ესაა სამოქალაქო, რელიგიურ დღესასწაულებზე თუ სხვა დღეებში ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და აქტივობების მოწყობა, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფებისთვის - წიგნები, ლექციები, სხვადასხვა ხელსაქმის შესწავლა, რელიგიური რიტუალებისთვის საჭირო ნივთები, ტანსაცმელი და სხვა.

ინტერრელიგიური სათათბიროს წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ია იმერლიშვილს. მათი თქმით, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი მაქსიმალურად ითვალისწინებს რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა საჭიროებებს. მათვე გამოთქვეს სურვილი, აქტიურად ითანამშრომლონ მსჯავრდებულთათვის საჭირო ღონისძიებებში.

სამუშაო შეხვედრა შეაჯამა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა რელიგიური ორგანიზაციების მზადყოფნას, ერთობლივად განახორციელონ ღონისძიებები, რომლებიც მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ინგა გოდოლაძე-ქორიძე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრები ლევან ალადაშვილი და იოანე გორელაშვილი, საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე მერაბ ჩანჩალაშვილი, მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ფაიგ ნაბიევი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი ეტიბარ ემინოვი, სამმართველოს წარმომადგენელი ოქტაი ისაევი, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წარმომადგენელი თეიმურაზ ბარდაველიძე, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის პასტორი შმაგი ჭანკვეტაძე, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის პასტორი გურამ იმერლიშვილი და წარმომადგენლები ნინო გოქსაძე და მაია იმერლიშვილი, ეზიდთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი ფირბარი, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მოძღვარი იუსიკ არუთინიანი, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი და წარმომადგენელი ივანე გოგაშვილი, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენელი კახაბერ ჩხაიძე, „ხსნის არმიის" წარმომადგენლობის დირექტორი, კაპიტანი რევაზ ბახტაძე, მეშვიდე დღის ადვენტისტთა წინამძღვარი ბორის ჭარაია, რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და სააგენტოს თანამშრომლები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში