ანონსი  9 დეკემბერი

9 დეკემბერს, 12:00 საათზე, HR ფორუმი - „ადამიანური რესურების მნიშვნელობა და შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტი“ გაიმართება.

მის: წერონისის ქ. 208, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია

საკონტაქტო პირი: ნინო ლიპარტია 599 724 751

9 დეკემბერს, 12:00 საათზე, დიღომში, სადაც სკვერის ნაცვლად კორპუსის მშენებლობა იგეგმება, ადგილობრივი მოსახლეობა აქციას გამართავს.

მის: დიდი დიღომი, მე-4 მიკრო, 25-ე კორპუსი (ნიკორას სუპერმარკეტთან)

საკონტაქტო: რამაზ ესიავა - 555 53 55 56

9 დეკემბერს, 14:00 საათზე, მარში „ჩვენი ხმა ევროკავშირს“ გაიმართება. მარში „რესპუბლიკის მოედნიდან“ დაიწყება და „ევროპის მოედანზე“ გადაინაცვლებს, სადაც რეკორდული მასშტაბის ევროკავშირის დროშა გაიშლება.

9 დეკემბრს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრების შეხვედრა გაიმართება საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებთან.

მის: გუდიაშვილის ქუჩა N7

9 დეკემბერს, 15:00 საათზე, დევნილები პარტიას „გამარჯვება - ერთიანი საქართველოსთვის" აფუძნებენ.

მის: სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“.

9 დეკემბერს, 14:00 საათზე, ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე „მედიაცენტრ მთავარში" საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

თემა: „ე.წ. „ბანანების საქმე" და ბრალდებული ზურაბ საღინაძე. ახალი მტკიცებულებები და ოქროს მოწმე, რომელიც ამტკიცებს, რომ ქობულეთის ზღვაში დამხრჩვალი ახალგაზრდა „ბანანზე" არ მჯდარა - როგორ დაიხრჩო მამაკაცი“.

მის: ერწოს ქ.N11

საკონტაქტო: 599726565

9 დეკემბრს, 15:30 საათზე, საქართველოს პარლამენტში ზურაბ ჟვანიას 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ზურაბ ჟვანიას „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით" დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას პარლამენტის წევრები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

ადგილი: შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი

(B კორპუსი, 0 სართული)

9 დეკემბერს, 17:00 საათზე, უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გახსნიან: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარე, ლელა ცისკარიშვილი; ნორვეგიის ელჩი საქართველოში, H.E. ბერგლიოტ ჰოვლანდი; გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, დაგლას უები. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები დაესწრებიან.

მის: სასტუმრო ,,სტამბას“ საკონფერენციო სივრცე.

საკონტაქტო ინფორმაცია: თამთა ჩხაიძე - 598 100 228

9 დეკემბერს, 18:45 საათზე, USAID მედია პროგრამის ორგანიზებით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი 2023-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

მის: ფაბრიკა, ეგნატე ნინოშვილის ქუჩა,

საკონტაქტო: ეკა მელიქიძე - 599 85 47 22

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში