ანა ბუჩუკური - ჩვენი გუნდის რიგებში სამომავლოდ მოიაზრება ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თვლის, რომ „ნაცების“ და „ოცნების“ ჩაკეტილი წრე დასასრულებელია

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, პარტია 2024 წლის არჩევნებისთვის აპირებს გამსხვილებას.

„გამსხვილებას ვაპირებთ, რიგები გაიზრდება. ეს გადაწყვეტილება თავიდანვე იყო“,- აღნიშნა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე.

წამყვანის კითხვაზე, გეგმავს თუ არა პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების შეერთებას, ბუჩუკური პასუხობს, რომ პარტიის კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომლებიც პარტია „საქართველოსთვის“ ღირებულებებს იზიარებენ.

„ჩვენი გუნდის რიგებში სამომავლოდ მოიაზრება ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თვლის, რომ „ნაცების“ და „ოცნების“ ჩაკეტილი წრე დასასრულებელია. ეს იქნება „ოცნების“ ყოფილი წევრი, „ოცნების“ მთავრობის ყოფილი წევრი, ყოფილი დეპუტატი, მაგრამ ჩვენ ამ ღირებულებებს იზიარებს, ასეთი ადამიანებისთვის ჩვენი პარტიის კარი ღიაა“,- განაცხადა ბუჩუკურმა.

ამასთან, ბუჩუკური გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, „მაღალია ალბათობა, რომ არჩევნებამდე ერთი-ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში“.

„კობახიძე კი იძახის გადადგებაო, თან უცნაური ფორმულირება თქვა - როგორც გახარია გადააყენესო, ისე იგეგმება სალომე ზურაბიშვილის გადაყენებაო. ვისზე ლაპარაკობს? ვინ გადააყენა გახარია? წინაპირობა, რომ სალომე ზურაბიშვილი თანამდებობის დატოვებას აპირებს, ასეთი ვერაფერი ვიგრძენი.

სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ მას აქვს მნიშვნელოვანი როლი შესასრულებელი, მათ შორის, 2024 წლის არჩევნების კონტექსტში, იმიტომ, რომ ის იქნება ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც შეეძლება არჩევნები დაიცვას, ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი დაკავშირებულია პარტიულ ვერტიკალთან“,- განაცხადა ბუჩუკურმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება