ბათუმში წლის წარმატებული ხელოვანები დაჯილდოვდნენ

ბათუმში წლის წარმატებული ხელოვანები დაჯილდოვდნენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, კულტურის სფეროს მთავარი ჯილდო, სპეციალური პრიზი - „ოვაცია" წელს 20 ხელოვანს გადაეცა.

მათივე ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მიიღო მონაწილეობა.

„კულტურა ნამდვილად არის ის მთავარი საყრდენი, რომლის გარეშეც ვერც ერთი საზოგადოება ვერ პროგრესირებს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ კულტურას ჰქონდეს მაქსიმალური მხარდაჭერა საერთაშორისო პოპულარიზაციის კუთხით და თითოეულ ნიჭიერ ხელოვანს სახელმწიფოს მხრიდან ჰქონდეს მხარდაჭერა. ჩვენი ქვეყანა ნამდვილად მდიდარია როგორც კულტურით, ასევე ნიჭიერი ხელოვანებით. შესაბამისად, მსოფლიო კულტურის რუკაზე ღირსეული ადგილი გვიჭირავს. მსურს თითოეულ ხელოვანს დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის, ღვაწლისთვის, გისურვოთ შემდგომი წარმატებები“, - განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, აღნიშნულია, რომ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით სხვადასხვა ნომინაციაში წარმატებული ხელოვანები დაჯილდოება მეორე წელია იმართება.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა