გაერო-ში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი - არ შეგვიძლია ხმა მივცეთ რეზოლუციას, რომელიც ისრაელის უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ „ჰამასის“ მიერ ჩადენილ სისასტიკეს არ გმობს

დიდმა ბრიტანეთმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი იმიტომ შეიკავა, რომ რეზოლუციამ „ჰამასი“ არ დაგმო, - ამის შესახებ გაერო-ში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა, ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა.

„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდება უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ „ჰამასმა“ ტერორისტული აქტები ჩაიდინა და მშვიდობიანი მოსახლეობა კვლავ მძევლად ჰყავს აყვანილი“, - განაცხადა ბარბარა ვუდვორდმა.

ვუდვორდმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ღაზაში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციით შეშფოთებულია და მხარს უჭერს ხანგრძლივ ჰუმანიტარულ პაუზებს.

„ჩვენ არ შეგვიძლია ხმა მივცეთ რეზოლუციას, რომელიც ისრაელის უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ „ჰამასის“ მიერ ჩადენილ სისასტიკეს არ გმობს“, - აღნიშნა გაეროში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში