გიორგი ამილახვარმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მასწავლებლებთან შეხვედრებს აგრძელებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, ამჯერად, მინისტრმა, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარ დეპუტატ ანტონ ობოლაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 400-მდე მასწავლებელთან გამართა შეხვედრა და მათ სხვადასხვა სიახლის შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა.

„შეხვედრაზე გიორგი ამილახვარმა ისაუბრა მასწავლებელთა მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ ინიციატივებზე. მათ შორის, მინისტრმა პედაგოგებს ახალი სახელფასო პოლიტიკის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და სკოლის ავტონომიურობის გაძლიერების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები გააცნო.

საუბარი შეეხო სხვადასხვა აქტუალურ საკითხს. კერძოდ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგების მხარდაჭერას, სკოლების დაფინანსებას, მასწავლებელთა საათობრივ დატვირთვას და სხვა.

შეხვედრისას მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები დაესვათ და უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ამილახვარის ინიციატივით მასწავლებლებთან შეხვედრები ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, რათა პედაგოგთა წინაშე არსებულ პრობლემებზე მოხდეს დროული რეაგირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა