იუსტიციის მინისტრი ნიუ-იორკის პრობაციის ოფისის ხელმძღვანელ ჯუანიტა ჰოლმსს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი ნიუ-იორკის პრობაციის ოფისის ხელმძღვანელ ჯუანიტა ჰოლმსს შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, რატი ბრეგაძემ შეხვედრაზე იმ რეფორმებსა და ინოვაციებზე ისაუბრა, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროში ახორციელებს.

„ინოვაციური მოწყობილობა „პრობბოქსი" პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლის თანამედროვე მექანიზმია, რომელსაც ევროპაში ანალოგი არ აქვს. პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლი და მომსახურება, პრობაციის ბიუროებთან ერთად, ალტერნატიულ შენობებშია შესაძლებელი, რითაც გაიზარდა პრობაციონერთა ანონიმურობის დაცვა და მათი კონტროლისა და მომსახურების გეოგრაფიული არეალი", - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, ნათქვამია, რომ მინისტრმა ამერიკულ მხარეს აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში იუსტიციის სამინისტროს მიერ დანერგილი სარეაბილიტაციო პროგრამებიც გააცნო. საუბარი შეეხო რეგიონებში მედიაციის სივრცეებისა და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრების გახსნის მნიშვნელობას.

„აღინიშნა, რომ პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების სამომავლო განვითარების პროცესში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია.

ქართულმა მხარემ პრობაციის სფეროში აშშ-ის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა და მასპინძელ მხარეს არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული მაია ბართაია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში