ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - გაერო-ს წესდების 99-ე მუხლის გამოყენება გაერო-ს გენერალური მდივნის მიკერძოებული პოზიციის მაგალითია

გაერო-ს წესდების 99-ე მუხლის გამოყენება გაერო-ს გენერალური მდივნის მიკერძოებული პოზიციის მაგალითია, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა განაცხადა.

„99-ე მუხლის გამოყენებით საბჭოს შეხვედრის მოთხოვნა, მას შემდეგ რაც ის არ იქნა გამოყენებული უკრაინის შემთხვევაში ან სირიის სამოქალაქო ომისთვის, გუტერეშის მიკერძოებული და ცალმხრივი პოზიციის კიდევ ერთი მაგალითია“, - წერს კოენი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

კოენმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა „ჰამასს“ ომის დანაშაულების გაგრძელებაში დაეხმარება და მან აშშ-ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენს მოკავშირეს, აშშ-ს, მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით, რადგან იგი მძევლების სახლში დასაბრუნებლად და „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაციის ლიკვიდაციისთვის ბრძოლას აგრძელებს“, - აღნიშნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ