გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3 თვეში 2460 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 2460 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა.

„დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 1149 დარღვევა გამოავლინეს თბილისში, 525 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 432 - ბათუმში, 354 - ქალაქ რუსთავში.

2460 საჯარიმო ქვითრიდან 2114 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე დაიწერა. 346 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

აღსანიშნავია, რომ 1451 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 851 - მიკროავტობუსის, 157 - სატვირთო ტიპის, 1 კი ავტობუსის მძღოლის სახელზე.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა კი, შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის www.videos.police.ge საშუალებით“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ლინას ლინკევიჩუსი - საქართველოს ხელისუფლება გულწრფელი არ არის, როდესაც ამბობს, რომ ევროპისკენ სვლა სურს - არა, ისინი არ მიდიან ევროპაში, ისინი სადღაც სხვაგან მიდიან და ხალხს ეს უნდა ესმოდეს
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის