Pew Research Center-ის კვლევის თანახმად, აშშ-ის მოსახლეობის 47% უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებას მხარს უჭერს

აშშ-ის მოსახლეობის 47% უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებას მხარს უჭერს, - ამის შესახებ კვლევის შედეგები Pew Research Center-მა გამოაქვეყნა.

ამერიკელთა 31% თვლის, რომ აშშ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან დიდ დახმარებას უწევს, 29% თვლის, რომ აშშ უკრაინას საკმარის დახმარებას უწევს და 18%-ს მიაჩნია, რომ აშშ-ის მიერ გაწეული დახმარება არასაკმარისია.

უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ ამერიკელთა დამოკიდებულება პარტიული ნიშნით განსხვავდება. მაგალითად, აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველთა 48%-ს მიაჩნია, რომ აშშ უკრაინას ძალიან დიდ დახმარებას უწევს. ხოლო, დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა მხოლოდ 16% თვლის, რომ უკრაინის მიმართ ამერიკული დახმარების დონე გადაჭარბებულია.

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მიმართ ბოლო თვეებში ამერიკელი საზოგადოების ყურადღების დონე ნაკლებად შეიცვალა. რესპუბლიკელთა 62% და დემოკრატთა 61% აცხადებს, რომ კონფლიქტს თვალს საკმაოდ დიდი ყურადღებით ადევნეს.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში