აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამი სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები ერთმანეთს სეულში შეხვდნენ, სადაც მათ ჩრდილოეთ კორეის მიერ ჯაშუში თანამგზავრების გაშვება და კიბერსივრცეში არსებული საფრთხეები განიხილეს.

„ჩვენ ასევე წამოვიწყეთ ახალი სამმხრივი ინიციატივა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ, როგორიც არის კიბერდანაშაული და კრიპტოვალუტის ფულის გათეთრება, ასევე, ბალისტიკური რაკეტების გამოცდა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით, ჯეიკ სალივანმა.

ჯეიკ სალივანის იაპონელმა კოლეგამ, ტაკეო აკიბამ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის უკანონო კიბერ აქტივობები უკანასკნელ გამოწვევას წარმოადგენს და ჩრდილოეთ კორეა მათ ბირთვული რაკეტების განვითარების დასაფინანსებლად იყენებს.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი