„გავიმარჯვებთ სახელოვნად”, „ქართველი, მაშასადამე ევროპელი” - ამ სლოგანებით მოქალაქეები, მესამე სექტორისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მსვლელობას მართავენ

„გავიმარჯვებთ სახელოვნად”, „ქართველი, მაშასადამე ევროპელი”, - ამ სლოგანებით მოქალაქეები, მესამე სექტორისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები „ევროპულ მარშს“ მართავენ.

ისინი თავდაპირველად „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით მიემართებიან „ევროპის მოედანზე”.

მარშზე მყოფი ადამიანების განცხადებით, დღევანდელი მარში არის გზავნილი ევროპისადმი, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, შესაბამისად, ის აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.

„ჩვენი მთავარი სათქმელია, რომ რუსეთი არ გვინდა და გვინდა ევროკავშირში”, - აცხადებენ მარშში მონაწილეები.

მოქალაქეები ასევე სკანდირებენ “ჩვენი ხმა ევროპას”!

აღსანიშნავია, რომ მარშის დასასრულს გაიშლება ევროკავშირის გიგანტური დროშა, რომლის 12-ვარსკვლავი საქართველოს 12 სხვადასხვა ქალაქში სიმბოლურად შეიკერა.

არსებული ინფორმაციით, "ევროპულ მარშს" შეუერთდება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა