ეკა გიგაური - საქართველოდან ყველა გზავნილი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ მარშის მოწყობა, რომ კიდევ ერთხელ გავაგზავნოთ ევროკავშირთან მკაფიო გზავნილი - ჩვენ, საზოგადოებას გვინდა და გვჭირდება ეს შანსი

საქართველოდან ყველა გზავნილი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ მარშის მოწყობა, რომ კიდევ ერთხელ გავაგზავნოთ ევროკავშირთან მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენ, საზოგადოებას გვინდა და გვჭირდება ეს შანსი, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" თავმჯდომარემ ეკა გიგაურმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მარშზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის მისაღებად არაფერს აკეთებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომლებიც იგზავნება საქართველოს, ქართველი ხალხის მხრიდან ევროკავშირში. სწორედ ამან მოგვიტანა ჩვენ რეკომენდაცია სტატუსთან დაკავშირებით. ხელისუფლებას შეეძლო ბევრი რამ გაეკეთებინა, მაგრამ არ გააკეთეს. ქართველმა ხალხმა და აქტიურმა ადამიანებმა, ყველამ ერთად მოვიტანეთ ეს ჩვენი ქვეყნისთვის", - აღნიშნა გიგაურმა.

ცნობისთვის, „გავიმარჯვებთ სახელოვნად”, „ქართველი, მაშასადამე ევროპელი”, - ამ სლოგანებით მოქალაქეები, მესამე სექტორისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები „ევროპულ მარშს“ მართავენ. მარშის დასასრულს გაიშლება ევროკავშირის გიგანტური დროშა, რომლის 12-ვარსკვლავი საქართველოს 12 სხვადასხვა ქალაქში სიმბოლურად შეიკერა.

"ევროპულ მარშს" შეუერთდება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ