საქართველოს პრეზიდენტი „ევროპულ მარშს“ შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ევროპულ მარშს“ შეუერთდა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპაში ადამიანებს და ადამიანის აზრს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და იმედს გამოთქვამს, რომ 15 დეკემბერს ზეიმის შესაძლებლობა გვექნება.

„გავიმარჯვებთ სახელოვნად”, „ქართველი, მაშასადამე ევროპელი”, - ამ სლოგანებით მოქალაქეები, მესამე სექტორისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები „ევროპულ მარშს“ მართავენ. ისინი თავდაპირველად „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით მიემართებიან „ევროპის მოედანზე”.

მარშზე მყოფი ადამიანების განცხადებით, დღევანდელი მარში არის გზავნილი ევროპისადმი, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, შესაბამისად, ის აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი