პალესტინის პრეზიდენტი - ღაზის სექტორში მცხოვრები ბავშვების სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება

ღაზას სექტორში მცხოვრები ბავშვების სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება, - ამის შესახებ განცხადებას პალესტინის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის ოფისი ავრცელებს.

„პრეზიდენტმა ამერიკის პოზიცია აღწერა როგორც აგრესიული და ამორალური, როგორც ყველა ჰუმანიტარული პრინციპისა და ღირებულების უხეში დარღვევა და ღაზის სექტორში მცხოვრები ბავშვების, ქალებისა და მოხუცების სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობას აშშ-ს აკისრებს“, - ნათქვამია მაჰმუდ აბასის ოფისის განცხადებაში.

პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა განცხადება აშშ-ის მიერ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე ვეტოს დადების შემდეგ გაავრცელა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო