ვლადიმერ პუტინმა, ეგვიპტის პრეზიდენტს ღაზადან რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციის დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა

ვლადიმერ პუტინმა, ეგვიპტის პრეზიდენტს ღაზადან რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციის დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა, - ამის შესახებ განცხადებას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

„რუსეთის პრეზიდენტმა აბდულ ფათაჰ ალ-სისის ღაზადან რუსეთის მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციის დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, რუსეთიდან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების ღაზას სექტორში შეტანისთვის“, - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კრემლის ცნობით, სატელეფონო საუბრისას პუტინმა სისისთან ირანის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებთან გამართული შეხვედრებიც განიხილა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია