განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დელეგაციამ ფუდანის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დელეგაცია, ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ შანხაიში მდებარე ფუდანის უნივერსიტეტს ესტუმრა და უნივერსიტეტის პრორექტორთან, ძინ ხაიიენთან შეხვედრა გამართა.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, დელეგაციის ხელმძღვანელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობაზე და ამ მხრივ, ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი სადიპლომო პროგრამების განვითარებისა და კვლევითი საქმიანობის წარმოების თაობაზე პოლიტიკური მხარდაჭერა დაადასტურა. უნივერსიტეტის პრორექტორმა ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის დაწყებასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი გამოხატა.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ დელეგაცია ფუდანის უნივერსიტეტში ქართველ სტუდენტებს შეხვდა და მათ საგანმანათლებლო საქმიანობას გაეცნო. უნივერსიტეტში ვიზიტის დასასრულს, ქართულმა დელეგაციამ უნივერსიტეტის კამპუსები და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო