შალვა პაპუაშვილი - რასაც ოპოზიციის ფლანგზე ვხედავთ, თოჯინების თეატრია. ვერ ვხედავთ მას, ვინც ამ თოჯინებს სინამდვილეში მართავს, ის ხელი საქართველოში არ არის - მათი მიზანი ეროვნული ინტერესების დაზიანება

საერთო ჯამში, რასაც ოპოზიციის ფლანგზე ვხედავთ, თოჯინების თეატრია. ვერ ვხედავთ მას, ვინც ამ თოჯინებს სინამდვილეში მართავს, ყველა დანარჩენი თოჯინაა, რომელიც სხვა ხელით იმართება და ის ხელი საქართველოში არ არის,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წელს ქართველ ხალხს ექნება მკაფიო არჩევანი საქართველოს ეროვნული ინტერესების გამტარებელ „ქართულ ოცნებასა“ და ანტიქართულ კოალიციას შორის.

„საერთო ჯამში, რასაც ოპოზიციის ფლანგზე ვხედავთ, თოჯინების თეატრია. ვერ ვხედავთ მას, ვინც ამ თოჯინებს სინამდვილეში მართავს, ყველა დანარჩენი თოჯინაა, რომელიც სხვა ხელით იმართება და ის ხელი საქართველოში არ არის. ეს ნაწილობრივ იმართება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რომელიც საქართველოშია, მაგრამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, ასევე იმართება ქვეყნის გარედან. ჩვენ კითხვები უნდა დავუსვათ არა მარიონეტებს, რომლებიც ახლა ეკრანებზე ჩანან, არამედ პირველი, რაც უნდა ვიკითხოთ არის ის, თუ ვისია ის ხელი, რომელიც ამ მარიონეტებს მართავს.

მათი მიზანი, ვინც მარიონეტებს მართავს, ერთადერთია, კერძოდ, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანება, რასაც ჩვენ ბოლო წელიწად-ნახევარია ვხედავთ. ეს იგივე ხალხია, ვისაც სურდა საქართველო ომში ჩაეთრია, ეს ის ხალხია, ვისაც სურდა საქართველო გადაეგდო ეკონომიკურ კოლაფსში. ასე რომ, ეს მცდელობები ამ ყველაფრის ნაწილია.

კარგი პროცესია, იმ მხრივ, რომ 2024 წელს ქართველ ხალხს ექნება მკაფიო არჩევანი საქართველოს ეროვნული ინტერესების გამტარებელ „ქართულ ოცნებასა“ და ანტიქართულ კოალიციას შორის. მართალია, ახლა ცდილობენ, თავი წარმოაჩინონ, თითქოს დაშლილები არიან, სინამდვილეში ცდილობენ, გაიშალონ და არა დაიშალონ. მათი მიდგომაა, რომ დააბნიონ საზოგადოება, თითქოს სხვადასხვა პოლიტიკური ძალები არიან.

2024 წლის არჩევნებზე ორი ძალა იქნება, ეს არის პატრიოტული ძალა „ქართული ოცნების“ სახით, რომელსაც საქართველო მიჰყავს ევროპულ ოჯახში და ეს არის ანტიქართული და ანტიევროპული კოალიცია „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი დანაყოფების მონაწილეობით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება