ლევან ხაბეიშვილი - ემიგრანტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ელექტრონულად მისცენ ხმა და კონსტიტუციური უფლება გამოიყენონ - აირჩიონ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება

ემიგრანტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ელექტრონულად მისცენ ხმა და კონსტიტუციური უფლება გამოიყენონ - აირჩიონ­ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აშშ-ში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მნიშვნელობაზე.

„ემოციებით ვარ სავსე, ამერიკაში შევხვდი ემიგრანტებს, ძალიან ძვირფას ადამიანებს. თბილი, საქმიანი, შინაარსიანი შეხვედრა გვქონდა და ვისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხებზე. ემიგრანტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ელექტრონულად მისცენ ხმა და კონსტიტუციური უფლება გამოიყენონ - აირჩიონ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება. მით უმეტეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ფაქტობრივად, ინახავენ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი შრომის ფასად. ცხადია, ვისაუბრეთ პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე და როდესაც პროდასავლელი ლიდერი არის პუტინის საამებლად ციხეში გამოკეტილი, ძალიან რთულია იმ პირობებში ისაუბრო თავისუფალ არჩევნებზე. მე მინდა მივმართო ყველას, თითოეულ ემიგრანტს - ჩემო ძვირფასებო, ჩემო საყვარლები, თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრი საქმის გაკეთება ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ თითოეული თქვენგანის ჩართულობა 2024 წლის არჩევნებისთვის არის უმნიშვნელოვანესი. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მათ შორის სადამკვირვებლო მისიების შედგენაში, დაკომპლექტებაში. თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება ძალიან და ის, რაც მე ვნახე ნიუ-იორკში, ანთებული თვალები ადამიანების, რომლებსაც ენატრებათ ჩვენი ქვეყანა, რომლებსაც უნდათ საქართველო იყოს ევროპული, თავისუფალი და განვითარებული, რაც მთავარია უსაფრთხო და ერთიანი. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ყველანი ერთად მოვახერხებთ. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ემიგრანტს, რომლებმაც გადადეს საქმეები და მიუხედავად, ობიექტური მიზეზისა და პრობლემისა, მოვიდა და მადლობა მათაც, ვისაც სურდა მოსვლა, მაგრამ ვერ შეძლო. ჩვენ ერთად აუცილებლად დავამარცხებთ რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია