მედია - ისრაელმა ჯაბალიასა და ხან იუნისზე იერიშები განახორციელა

ისრაელმა წუხელ ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიასა და სამხრეთით მდებარე ხან იუნისზე დარტყმები განახორციელა, - ამის შესახებ „ჰამასთან“ დაკავშირებული პალესტინის მედია იუწყება.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სიდიდით მეორე ქალაქის, ხან იუნისის დიდი ნაწილის მაცხოვრებლებს მოუწოდა, ევაკუაცია განეხორციელებიათ და ალ-მუვასის რაიონში გადასულიყვნენ.

CNN-ი იუწყება, რომ ალ-მუვასის რაიონში მხოლოდ მცირე რაოდენობის შენობაა განთავსებული. გაურკვეველია ის, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ინფორმირებული ისრაელის თავდაცვის ძალების ინსტრუქციის შესახებ, იმ ფონზე, როცა ღაზის სექტორის დიდ ნაწილში საკომუნიკაციო ქსელები და ინტერნეტი ხელმისაწვდომი არ არის.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია