ირაკლი ქარსელაძე მეგზევეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

მინდა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩართულ ყველა პროფესიონალს მივულოცო მეგზევეების დღე, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება და აერთიანებს არაერთი პროფესიის ადამიანს - ხიდისა და გვირაბის ინჟინერს, ტექნიკოსს, პროექტანტს, გეოლოგს, მშენებელს. ვულოცავ ყველას, ვინც იყო, არის და იქნება ჩართული ჩვენი ქვეყნის გზების მშენებლობაში, განვითარებასა თუ მოვლაში. მათი შრომის შედეგია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყველა მნიშვნელოვანი მიღწევა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ კახეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროცესის დათვალიერებისას განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს, კონტრაქტორ კომპანიებს, ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს, პარტნიორ უწყებებსა და ორგანიზაციებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს.

მან ასევე, ისაუბრა 2023 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელი განსაკუთრებული მიღწევების წელი იყო.

„წელს გაიხსნა მაგისტრალური გზის 37 კმ. მათ შორის, ტრანსპორტი უკვე სარგებლობს რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იან მონაკვეთით, რამაც 8 კმ-ით შეამცირა გადაადგილების მანძილი და 25 წუთით შეამცირა გადაადგილების დრო. ასევე, მოძრაობა გაიხსნა გრიგოლეთი-ქობულეთის 6 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მონაკვეთზე და კახეთის მაგისტრალის პირველ 4 კმ-იან გზაზე. დარჩენილ მონაკვეთებზე ინტენსიური სამუშაოები გრძელდება და როგორც რიკოთის, ისე თბილისი-საგარეჯოს სხვა მონაკვეთების მშენებლობა 2024 წელს დასრულდება“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, საერთო ჯამში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახსნილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 62%-ზე, ანუ 267 კმ-ზე. წარმატებით მიმდინარეობს ისტორიული, ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის განვითარებაც, სადაც უნიკალური 9 კმ-იანი გვირაბის 8.1 კმ უკვე გაჭრილია.

„ქვეყნისთვის, რომელიც ისტორიულად აკავშირებს აღმოსავლეთს დასავლეთთან და არის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და სატრანზიტო საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელის ნაწილი, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ ვახორციელებთ მასშტაბით, საინჟინრო სირთულითა და მნიშვნელობით უპრეცედენტო პროექტებს როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის ჭრილში. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი მასშტაბის პროექტების მართვით, ხელს ვუწყობთ საგზაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო დარგის განვითარებას, პროექტებში ქართული კომპანიების ჩართულობას, მათ მიერ მეტი გამოცდილების დაგროვების, გაძლიერებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით“, - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის