კატარის პრემიერი - ისრაელი და „ჰამასი“კონფლიქტის მოსაგვარებლად იგივე მზაობას არ აჩვენებენ, როგორც გასული თვის ზავის წინ, მაგრამ არ ვაპირებთ დანებებას

არც ისრაელი და არც „ჰამასი“ ახლა კონფლიქტის მოსაგვარებლად იგივე მზაობას არ აჩვენებენ, როგორც გასული თვის ერთკვირიანი ზავის წინ, - ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა შეიხმა მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ ტანიმ დოჰას ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, კატარი, პარტნიორებთან ერთად, აგრძელებს ძალისხმევას, ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს ისრაელ-ჰამასის ომის მოსაგვარებლად.

„ჩვენი, როგორც კატარის სახელმწიფოს ძალისხმევა ჩვენს პარტნიორებთან ერთად, გრძელდება, არ ვაპირებთ დანებებას. ვიცით, რომ ბევრი სირთულე არსებობს, მაგრამ ვაპირებთ გავაგრძელოთ. ერთგული ვრჩებით მძევლების გათავისუფლების და ომის შეჩერების ძალისხმევის მიმართ“, - აღნიშნა კატარის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას ამცირებს.

კატარის პრემიერის განმარტებით, მოლაპარაკებების დასაწყებად ორივე მხარის ჩართულობაა საჭირო.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ იმავე სურვილს, რაც ვნახეთ წინა კვირების განმავლობაში”, - აღნიშნა კატარის პრემიერმა.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება