აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშს დაესწრო და საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებს მეგზევის პროფესიული დღე მიულოცა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ რეგიონის მასშტაბით განხორციელებულ და განსახორციელებელ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას.

„მეგზევის პროფესიულ დღეს ვულოცავ მეგზევეებს, ამ დარგში მოღვაწე პირებს. მადლობას მოგახსენებთ გაწეული უდიდესი შრომისთვის.

ბოლო წლებში უპრეცედენტო მნიშვნელობისა და მასშტაბის პროექტები განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი შრომაა გაწეული აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების, მშენებლობის, მოვლა-შენახვის კუთხით, ყოველწლიურად მზარდია ბიუჯეტი.

თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რათა ყველა დასახლებული პუნქტი უზრუნველყოფილი იყოს გამართული საგზაო ინფრასტრუქტურით. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით წარმატებით განვახორციელებთ ყველა დაგეგმილ პროექტს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.

ინფორმაციის თანახმად, 2023 წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, რეაბილიტაცია, მოვლა-შენახვისთვის 62 106 672 ლარი დაიხარჯა. აჭარის 5 მუნიციპალიტეტში 22 მიმართულებით ასფალტო ბეტონის საფარი მოეწყო 61.42 კმ საავტომობილო გზაზე, ხოლო ბეტონის საფარი იგება 75 კმ. საავტომობილო გზაზე. პარალელურად ხორციელდება 159 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა-მოწყობა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2024 წლის ბიუჯეტი 63 983 516 ლარს შეადგენს.

მათივე ცნობით, მეგზევის დღესთან დაკავშირებით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, დაჯილდოვდნენ დამსახურებული მეგზევეები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე