შალვა პაპუაშვილი - 2012 წლის შემდეგ არცერთი საჩივარი არ შესულა სტრასბურგის სასამართლოში, რაც ციხეებს ეხება, ეს მეტყველებს რამდენად განსხვავებულია დღეს მდგომარეობა

რა თქმა უნდა, როდესაც სახალხო დამცველისგან არის მოსაზრებები, ჩვენთვის ყურადსაღებია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყველა საკითხზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ყურადღებას გაამახვილებს და უფრო „დეტალურად ჩახედავს“ და საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობა დამატებით მოწესრიგდება.

„სახალხო დამცველი უპირველეს ყოვლისა არის პარლამენტისთვის მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც პარლამენტთან თანამშრომლობით აკვირდება ადამიანების უფლებების მდგომარეობას და მოახსენებს თუ როგორია მისი შეფასება ამა თუ იმ სექტორთან დაკავშირებით. ამიტომ, რა თქმა უნდა, როდესაც სახალხო დამცველისგან არის მოსაზრებები, ჩვენთვის ყურადსაღებია და ვეძიებით ამ საკითხს. რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებს, ერთ რამეს შევახსენებ ყველას და ჩვენს საზოგადოებასაც, 2012 წლამდე ადამიანის უფლებებთან და მძიმე დარღვევებთან დაკავშირებით, სტრასბურგში ძირითადი საჩივრები მიდიოდა სწორედ ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. 2012 წლის შემდეგ არცერთი საჩივარი არ შესულა სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც ციხეებს ეხება. ეს მეტყველებს თუ რამდენად განსხვავებულია დღეს მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებებში.

რაც შეეხება ცალკეულ საკითხებს, იქნება ეს საკანონმდებლო მოწესრიგების საჭიროება თუ პრაქტიკის გაუმჯობესება, სწორედ ამიტომ არის სახალხო დამცველი, რომ პარლამენტთან ერთად ამ საკითხებზე ვიმუშაოთ.

ყველა ამ საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ყურადღებას გაამახვილებს და ჩახედავს უფრო დეტალურად. თუ დამატებით რაიმე საკანონმდებლო მოწესრიგებაა საჭირო, ამასაც გავაკეთებთ. თუ პრაქტიკაშია გასაუმჯობესებელი, რა თქმა უნდა, ესეც მოხდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს