იუსტიციის მინისტრი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების ხელშემკვრელი სახელმწიფოების ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების ხელშემკვრელი სახელმწიფოების ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, იუსტიციის მინისტრმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა ICC-ს განსაკუთრებულ როლს საერთაშორისო დანაშაულებთან ბრძოლის საკითხში.

მინისტრის თქმით, თანამედროვე სამყაროში არსებული გამოწვევები საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების დაცვასა და ამ კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს.

„რატი ბრეგაძემ სილვია ფერნანდეს დე გურმენდთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ICC-ის დამფუძნებელი წევრი სასამართლოს აქტიური მხარდამჭერია. კერძოდ, ყოველთვის მონაწილეობს სესიებში, საერთო დებატებსა და დისკუსიებში. მიმდინარე წელსაც საქართველო აქტიურად იყო ჩართული ICC-ის ახალ მოსამართლეთა არჩევნებში.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ გამოცემული დაკავების ორდერების დროულად აღსასრულებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა წევრი სახელმწიფოების აქტიურ ჩართულობას ენიჭება.

შეხვედრის ბოლოს რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების ხელშემკვრელი სახელმწიფოების ასამბლეასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო მართლმსაჯულების აღსრულება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე