ანონსი 11 დეკემბერი

11 დეკემბერს, 10:00 საათზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ პრესკონფერენციას გამართავს და 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას შეაჯამებს.

მის: ირაკლი აბაშიძის 12ბ, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ოფისი

საკონტაქტო: ლიზა ზუბაშვილი - 577 173 070

11 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული)

11 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი III სართული ოთახი N307)

11 დეკემბერს, 11:00 საათზე საიას ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საია „ტიკ-ტოკზე“ გამოქვეყნებული ვიდეოს გამო პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებს.

მის: კახიძის #15 (საიას ოფისი)

11 დეკემბერს, 11:30 საათზე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის შეხვდება და ქართული იურიდიული პროფესიის სახელით მიმართვას გადასცემს, რომელსაც 1000-მდე ადვოკატი აწერს ხელს.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი N64 (ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში).

საკონტაქტო პირი: 555451001

11 დეკემბერს, 11:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსის, მაია ჩხობაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „სანქციების გამკაცრება გარემოსდაცვით სამართალდარღვევებზე - რა ცვლილებები შევიდა ძალაში“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

11 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N534 (C კორპუსი, V სართული)

11 დეკემბერს, 13:00 საათზე, პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე „მზიურში“ (ამფიტეატრთან) სტუდენტებს შეხვდება.

თემა: სტუდენტების ანაზღაურებადი სტაჟირება.

11 დეკემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

11 დეკემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

11 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას # 7

11 დეკემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

11 დეკემბერს, 15:30 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

11 დეკემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული)

11 დეკემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

11 დეკემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

11 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებების ცენტრი აუდიო-ვიზუალურ „ჰოლოზეუმში“ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილ ციფრულ გამოფენას გამართავს, რომელიც საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს ეძღვნება.

მის: ბეთლემის ქ. #10

საკონტაქტო: გვანცა ნიკურაძე - 558 09 10 30

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში