გაერო-ს ჰუმანიტარული სამსახურის კოორდინატორი ღაზაში არსებულ ვითარებაზე - ადამიანის უფლებები ირღვევა - ისე ჩანს, თითქოს ბოლო 75 წლის განმავლობაში ვერაფერი ვისწავლეთ

გაერო-ს ჰუმანიტარული სამსახურის კოორდინატორი, ლინ ჰასტინგსი ისრაელზე „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმას გმობს, მაგრამ აცხადებს, რომ ისრაელის რეაქცია არაპროპორციულია.

„ადამიანის უფლებები ირღვევა ისრაელსა და ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიაზე. მოსახლეობის მიმართ განხორციელებული დარღვევები ამ ერებს არც მშვიდობას და არც უსაფრთხოებას არ მოუტანს“, - აღნიშნა გაერო-ს ჰუმანიტარული სამსახურის კოორდინატორმა.

მისი თქმით, არასახელმწიფო შეიარაღებულ აქტორებს, როგორიცაა „ჰამასი“, საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები აკისრიათ და 7 ოქტომბრის თავდასხმის მონაწილეებმა, რომლის დროსაც 1400-ზე მეტი ისრაელელი დაიღუპა და 240-ზე მეტი მძევლად აიყვანეს, პასუხი უნდა აგონ.

„მკვლელობებმა, სექსუალურმა ძალადობამ და გატაცებებმა მთელი ერის ტრავმირება გამოიწვია. არ დაინდვეს მოხუცები და ბავშვები“, - განაცხადა ლინ ჰასტინგსმა.

ამასთან, მისი მტკიცებით, ისრაელის პასუხის გამართლება არ შეიძლება.

„საჰაერო დარტყმები მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, როგორიცაა საავადმყოფოები, სკოლები და გაერო-ს დაწესებულებები და მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილება არ შეიძლება იყოს გამართლებული, ისევე როგორც არ შეიძლება ალყის გამართლება, რის გამოც ღაზას მთელს მოსახლეობას შეეზღუდა წვდომა საკვებზე, წყალზე, ჯანდაცვისა და ჰიგიენის საშუალებებზე. 2023 წელს ასეთი განცხადების გავრცელება არ უნდა მიწევდეს. ისე ჩანს, თითქოს ბოლო 75 წლის განმავლობაში ვერაფერი ვისწავლეთ“, - განაცხადა ლინ ჰასტინგსმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია