„ჯივიპი“ წერეთლის გამზირზე ახალ მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ატარებს

12 დეკემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ მაგისტრალურ ქსელზე მასშტაბურ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ცნობით, რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე სრულად იცვლება 4.5 კმ წყალსადენისა და 2 კმ სიგრძის წყალარინების ქსელები.

მათივე განმარტებით, მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, წერეთლის გამზირზე ახლად მოწყობილი მაგისტრალური ქსელის, 2 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთის ექსპლუატაციაში გასაშვებად კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ვანის ქუჩიდან შალიკაშვილის ხიდამდე, ერთდროულად 35 მონაკვეთზე შეასრულებენ. პარალელურად, ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება და სახანძრო ჰიდრანტები მოეწყობა.

„აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 12 დეკემბერს, დილის 10:00 საათიდან 13 დეკემბრის დღის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდუბის რაიონში - წერეთლის, აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების ნაწილს, გაფრინდაშვილის, წყალტუბოს, მირცხულავას, სამტრედიის, ბაქრაძის, აგლაძის, გუდაუთის, ხოშარაულის, ერისთავის, მაიაკოვსკის, პაიჭაძის, აბულაშვილის, ბაქრაძის, ვანის, კერესელიძის, კედიას, გვეტაძის, ფიფიას, ევდოშვილის, ქუთაისის, ბაგრატიონის, ქურდაიანის, ცაბაძის, საირმის, კვინიტაძის, ლებანიძის, აბასთუმნისა და მიმდებარე ქუჩებს. გელოვანის, რობაქიძის, წინამძღვრიშვილის, ნინოშვილის, თევდორე მღვდელის ქუჩების ნაწილსა და თევდორე მღდვლის II ჩიხს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა