არჩილ თალაკვაძე - აზერბაიჯანში გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან

დაიწყო საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში, აზერბაიჯანში, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ბაქოში განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში სტრატეგიულ პარტნიორთან მნიშვნელოვანი შეხვედრებია დაგეგმილი.

,,ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ამ ორი დღის განმავლობაში, როგორც პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარესთან და მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტთან. ჩვენ მადლიერი ვართ, რომ აზერბაიჯანმა გამოხატა თავისი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ და ეს, რა თქმა უნდა, არის გაგრძელება იმ ურთიერთობების და მეგობრობის, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის და ჩვენს მთავრობებს შორის არსებობს. ბუნებრივია, საქართველო თავის მხრივ მზად არის, შეასრულოს ის მნიშვნელოვანი როლი, რაც რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების მხარდაჭერას სჭირდება და ვართ მომავალზე ორიენტირებული და იმ გეგმებზე, რომელიც ჩვენს რეგიონს და ჩვენს ქვეყნებს სჭირდებათ. მოველით, რომ იქნება პოზიტიური და შედეგიანი ვიზიტი ჩვენს მეგობრებთან აქ, აზერბაიჯანში" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა