ხატია დეკანოიძე - მიუხედავად იმისა, რომ არ გავა თვე, საქართველოს მოქალაქე არ გაიტაცონ ან არ მოკლან, ხელისუფლებას არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ აღსრულების მექანიზმის ჩამოყალიბებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ არ გავა თვე, საქართველოს მოქალაქე არ გაიტაცონ ან არ მოკლან, საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ აღსრულების მექანიზმის ჩამოყალიბებისთვის,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას ამ კუთხით არანაირი სტრატეგია არ გააჩნია.

„საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა საოკუპაციო რეჟიმის მიერ, არის კიდევ ერთხელ იმის დასტური, თუ როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე. წლების განმავლობაში, მას შემდეგ რაც საქართველო რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის, საქართველოს არც ერთი მოქალაქის უფლება დაცული არ არის და ყველა მოქალაქის სიკვდილზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, საოკუპაციო რეჟიმს, პუტინს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ ერთი გენოციდი მოაწყოს.

არსებობს „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სია“, რომლის მიხედვით არამხოლოდ სერიოზული სანქციები, სასჯელები უნდა დაეკისროს იმ ადამიანებს, ვინც პასუხისმგებელნი არიან ამ ყველაფერზე, არამედ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაატაროს კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ეს ძალიან მძიმე ფაქტები, მიუხედავად იმისა, რომ არ გავა თვე, რომ საქართველოს მოქალაქე არ გაიტაცონ ან არ მოკლან, საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ აღსრულების მექანიზმის ჩამოყალიბებისთვის, ამ კუთხით ხელისუფლებას არ გააჩნია არავითარი სტრატეგია. დღეს არის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა და ვაპირებ დღის წესრიგში დავაყენო ზუსტად ეს საკითხი. ხვალ იხსნება ასევე პარლამენტის სხდომა და ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, უნდა მივიღოთ კიდევ ერთი რეზოლუცია. ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ კიდევ უფრო სერიოზული ნაბიჯები გაატაროს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. თემურ კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დაიღუპა.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ინციდენტთან დაკავშირებით გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი “ცხელი ხაზი”. ცხელი ხაზის“ გაზიარებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა. უწყების თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში ანუ ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიების პროცესი.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს