ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზაში „ჰამასის“ ათობით მებრძოლია ლიკვიდირებული

ისრაელის საჰაერო ძალებმა, სახმელეთო ჯარების მითითებით, ბოლო დღის განმავლობაში ღაზის სექტორში „ჰამასის“ ათობით მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთ-ერთი ოპერაციის დროს ღაზის სექტორის ქალაქ შეჯაიაში „ჰამასის“ შეიარაღებული წევრების იდენტიფიცირება და უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა. მეორე ოპერაციის დროს კი დარტყმა მიაყენეს ჯანდაცვის კლინიკიდან გამოსული შეიარაღებული პირების ჯგუფს.

ამასთან, გასული დღის განმავლობაში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ ღაზაში, ჯაბალიაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ასაფეთქებელი მოწყობილობები და იარაღი აღმოაჩინეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, იარაღის ნაწილი გაერო-ს პალესტინელთა დახმარების სააგენტოს ლოგოიან ჩანთებში იყო დამალული.

ისრაელელმა ჯარისკაცებმა სკოლის შენობასთან ახლომდებარე ტერიტორიაზე ასევე იპოვეს სატვირთო მანქანა, რომელიც სავსე იყო შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 551-ე ბრიგადამ ჯაბალიაში რაკეტის გაშვების ადგილი აღმოაჩინა, სადაც დაახლოებით 50 გამშვები იყო განთავსებული.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა