ირაკლი ლექვინაძემ საფრანგეთში OECD-ის კონკურენციის 22-ე გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიწვევით, საფრანგეთში, პარიზში, კონკურენციის შესახებ გამართულ რიგით 22-ე გლობალურ ფორუმზე მოხსენებით წარსდგა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ირაკლი ლექვინაძემ, პანელურ სესიაზე, საქართველოში კონცენტრაციების კონტროლის, მისი აღსრულების მექანიზმებისა და კარტელებში ეკონომიკური ანალიზის გამოყენების მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა.

„კონკურენციის გლობალურ ფორუმს ხელმძღვანელობდნენ: OECD-ის გენერალური მდივანი, მათიას კორმანი, OECD-ის კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარე, ფრედერიკ ჯენი და სხვები. ღონისძიებაში 100-ზე მეტი ქვეყნის კონკურენციის უწყების ხელმძღვანელი პირი, საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დღის წესრიგის თანახმად, გაფართოებული დიალოგის ფორმატში, მთავარი განხილვის საგანს - კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, საერთაშორისო პრაქტიკის, ტენდენციების, მიღებული შედეგების, გამოწვევის გაზიარება და სამომავლო, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა წარმოადგენდა. მათ შორის, სამუშაო შეხვედრების ფორმატში, მონაწილეებმა მიმოიხილეს - თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში შემუშავებული შესაძლებლობები, კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების დროს მისი გამოვლენისა და აღკვეთის მეთოდები, კონცენტრაციების კონტროლის ეფექტიანი მექანიზმები და ა.შ.

საფრანგეთში გამართულ კონკურენციის გლობალურ ფორუმს ასევე ესწრებოდა - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ანტიდემპინგურ ღონისძიების დეპარტამენტის უფროსი, ნიკა სერგია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია