საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი „იბერია რეფრეშმენტსი“ გახდა

„იბერია რეფრეშმენტსი“, რომელიც 2004 წელს დაარსდა და Pepsico International-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

ბიზნეს ასოციაციის ცნობით, „იბერია რეფრეშმენტსი“ არ არის მარტო მდგომი სუბიექტი, ის წარმოადგენს დიდი საერთაშორისო კერძო საინვესტიციო ჯგუფის Revery Group-ის ნაწილს.

„ჯგუფის მთავარი მიზანია სასმელების ბიზნესის განვითარება სხვადასხვა ბაზარზე, მათ შორის კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.

„იბერია რეფრეშმენტს“ ექსკლუზიური უფლება აქვს აწარმოოს გაზიანი გამაგრილებელი სასმელების სრული ასორტიმენტი, კერძოდ პეპსი, მირინდა და 7Up-ი, ასევე აწარმოებს საკუთარი ბრენდის ენერგეტიკულ სასმელს „მაქს ფაუერსი“ და ლიმონათს „იბერია“. ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის გარდა კომპანია, ასევე ასევე არის ლიპტონის ცივ ჩაის და ჩიფსებს Lay's, Doritos, Cheetos დისტრიბუტორი. კომპანიაში დასაქმებულია 500-ზე მეტი ადამიანი.აღსანიშნავია, რომ „იბერია რეფრეშმენტსი“ ცოტა ხნის წინ გახდა „ნესტლეს“ პრემიალური წყლების ოფიციალური დისტრიბუტორი და უახლოეს პერიოდში ქართველ მომხმარებელს შესთავაზებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა „სან პელეგრინო“ და „აქვა პანა“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, „იბერია რეფრეშმენტსი“ პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდია.

„მივესალმებით Pepsico International-ის ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში „იბერია რეფრეშმენტს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. „იბერია რეფრეშმენტსი“ პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქტსა და მომსახურებას. კომპანიას გამოარჩევს მუდმივი სწრაფვა ზრდისკენ, მრავალფეროვნებისა და ხარისხის ამაღლებისკენ, რაც ცალსახად ხდის ერთ-ერთ ლიდერ მოთამაშეს საქართველოში სასმელებისა და ხემსების ინდუსტრიაში. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული და ორმხრივად სასარგებლო იქნება“,- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა