პაატა მანჯგალაძე - ვიდრე სირაქლემას პოზაში ვიქნებით, რუსეთი ასე გააგრძელებს - ადამიანის უფლებები რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს, ამიტომ მნიშვნელოვანია დამნაშავე არ დარჩეს დაუსჯელი

ვიდრე სირაქლემას პოზაში ვიქნებით, რუსეთი ასე გააგრძელებს - ადამიანის უფლებები რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს, ამიტომ მნიშვნელოვანია დამნაშავე არ დარჩეს დაუსჯელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გალში, სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. მილიციელის მიერ ცემის შედეგად საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია მსგავს ფაქტებს მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები და რუსეთმა პოლიტიკური ფასი გადაიხადოს.

„ძალიან მძიმე ფაქტია და სამწუხარო ტრაგედიაა, რომ ჩვენი მოქალაქეები დაუცველები არიან საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ზონაში, რატომ? - არასდროს მოუწია პოლიტიკური და სამართლებრივი ფასის გადახდა, ყოველთვის დაუსჯელი დარჩა მტერი ნაცვლად იმისა, საქართველოს პარლამენტში ყოფილიყო რეზოლუცია მიღებული, როცა გინტური მოგვიკლეს ტაძარში ლოცვის გამო (ევროპარლამენტში განიხილეს და მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, მაგრამ საქართველოს პარლამენტმა დაბლოკა, სამწუხაროდ). ვიდრე ასე სირაქლემას პოზაში ვიქნებით, რუსეთი გააგრძელებს ამას. ადამიანის უფლებები რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს, მათ მხოლოდ ერთი არგუმენტის ესმით და ეს არის ის, რომ დამნაშავე არ დარჩეს დაუსჯელი,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. თემურ კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა