გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსის განცხადებით, გარემოსდაცვით სამართალდარღვევებზე სანქციები მკაცრდება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსის მაია ჩხობაძის განცხადებით, გარემოსდაცვით სამართალდარღვევებზე სანქციები მკაცრდება.

როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში აღნიშნა, ცვლილებები შეეხო როგორც ტყის უკანონოდ სარგებლობას, ბრაკონიერობასთან ბრძოლას და ასევე, უკანონო თევზჭერას.

„კომპლექსური ხასიათის ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც მიზნად ისახავს პრიორიტეტულ თემებთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის, მათ შორის კანონის აღსრულების კუთხით. ცვლილებები შეეხო როგორც ტყის უკანონოდ სარგებლობას, ასევე ბრაკონიერობასთან ბრძოლას, გარდა ამისა, სხვადასხვა მიმართულებას, როგორიც არის მაგალითად, ნიადაგის ნაყოფიერი ფენის დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ატმოსფერული ჰაერის დაცვასთან დაკავშირებით მოთხოვნების გამკაცრება, ბიოდეგრადირებული პარკების დადგენილი მოთხოვნის არაღსრულება და ა.შ. გამკაცრების მთავარი მიზანი იყო ის, რომ ამ ჯარიმებს შემაკავებელი ეფექტი ჰქონოდა. 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან გაორმაგდა საჯარიმო სანქციები სახელმწიფო ტყის და ასევე, დაცული ტერიტორიის შემთხვევაშიც. ეს იყო უპრეცედენტო ხასიათის ცვლილება, ვინაიდან მოიცვა როგორც სახელმწიფო ტყის ტერიტორია, ასევე დაცული ტერიტორიები. ჯარიმის გაზრდა შეეხო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტყის უკანონოდ სარგებლობის ფაქტებს. ხე-ტყის უკანონო ჭრაზე ჯარიმა გაორმაგდა და გახდა 2 000 ლარი, ნაცვლად 1000 ლარისა. განმეორების შემთხვევაში გახდა 5 ათასი ლარი. საჯარიმო თანხას თან ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანი სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე. რაც შეხება დაცულ ტერიტორიებს, ჯარიმა 1000 ლარით გაიზარდა. ცვლილება შეეხო ასევე არა მხოლოდ ხე-ტყის უკანონო ჭრას, არამედ ტრანსპორტირების საკითხსაც. აქაც გაორმაგდა ჯარიმა. თუ ხდება ხე-ტყის ტრანსპორტირებისთვის მოთხოვნის დარღვევა ან სათანადო დოკუმენტის გარეშე, ჯარიმა გაორმაგდა და გახდა 2 ათასი ლარი“,-განაცხადა ჩხობაძემ.

მისი თქმით, ჯარიმები გამკაცრდება ასევე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ დაცული მცენარეების განადგურების შემთხვევაში და ამ შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია 500 ლარს შეადგენს. როგორც მაია ჩხობაძე განმარტავს, ჯარიმები გამკაცრებულია ბრაკონიერების ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაშიც.

„სამწუხაროდ, კვლავ მწვავე პრობლემად რჩება ქვეყანაში ბრაკონიერობა. უკვე გამკაცრებული ნორმით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება პირველივე ჯერზე ადამიანს, თუ პირი ახდენს თევზჭერას ელექტროშოკით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, მომწამლავი ნივთიერებით ან მასობრივი მოპოვების საშუალებით. პირველივე ჯერზე, არ აქვს მნიშვნელობა როდის, ნებისმიერ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგება. თავის მხრივ, ეს ითვალისწინებს 320 სთ-დან 400 სთ-მდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას“, - განაცხადა მაია ჩხობაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა