ირაკლი ბერაია - არც ერთი სუბიექტი, რომელიც ბრალდებული და შემჩნეულია საქართველოს მოქალაქის უფლებების დარღვევასა და მკვლელობაში, დაუსჯელი არ დარჩება - რა დროც არ უნდა გავიდეს. სამართალი მათ ყველგან მიაკითხავს!

არც ერთი სუბიექტი, რომელიც ბრალდებული და შემჩნეულია საქართველოს მოქალაქის უფლებების დარღვევაში, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობაში, მათ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში და სხვა უკანონო აქტივობაში, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხორციელდება, დაუსჯელი არ დარჩება - რა დროც არ უნდა გავიდეს და სადაც არ უნდა წავიდნენ, სამართალი მათ ყველგან მიაკითხავს! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ გააკეთა.

ბერაიას თქმით, ყველა უკანონობაზე, რაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ხდება, პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას - რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

“მინდა, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი მოქალაქის მკვლელობის უმძიმეს ფაქტს გამოვეხმაურო. ეს არის ამაზრზენი და შემაშფოთებელი. ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა რუსული ოკუპაციაა. ამ პრობლემების სხვადასხვა გამოვლინებას, რაც ოკუპაციას უკავშირდება, სამწუხაროდ, ყოველდღიურად, საკუთარ თავზე სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების სახით ჩვენი მოსახლეობა ცდის.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ოკუპანტ სახელმწიფოზე გაიზარდოს ზეწოლა და ეს ზეწოლა უნდა იყოს მტკივნეული და უნივერსალური, რათა ოკუპანტმა სახელმწიფომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებით და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. რუსული ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება და რუსეთი საქართველოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის დიდ ფასს გადაიხდის“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ბერაიას თქმით, საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში პარტნიორებთან შეხვედრებზე - როგორც ორმხრივ, ასევე სხვადასხვა მრავალმხრივ პლატფორმებზე - მთავარი სასაუბრო თემა საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ამ რეგიონების დეოკუპაციაა.

“მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ვაჟღერებთ, რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდასთან ერთად, არის შესაბამისი ტერმინოლოგიური სიზუსტეები - ოკუპაცია არის ოკუპაცია და სხვა არაფერი! აუცილებელია ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც სრულფასოვნად გააცნობიერონ და შესაბამის დოკუმენტებში ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. თემურ კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife