NDI - რესპონდენტთა უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია

უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია, - ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" საზოგადოებრივი განწყობის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევაშია ნათქვამი.

ამასთან, ნათქვამია, რომ მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, საქართველოში მრავალი პოლიტიკური პარტია არსებობს. რომელი პარტია დგას თქვენთან თქვენს შეხედულებასთან, პასუხი შემდეგნაირად გამოიყურება:

47% - არცერთი პარტიას

19% - „ქართული ოცნება“

13% - უარი პასუხზე

6% - არ ვიცი

4% - „ნაციონალური მოძრაობა“

12% - სხვა პარტიები

აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

ამასთან, აღნიშნულია, რომ კითხვა დაისვა თვით-ადმინისტრირების მეთოდით: რესპონდენტს გადაეცა პლანშეტი 14 პარტიის ჩამონათვალით, რესპონდენტმა თავად მონიშნა სასურველი პოლიტიკური პარტია, შემდეგ დააჭირა ღილაკს „შემდეგი“ და დაუბრუნა ტაბლეტი ინტერვიუერს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს