NDI - მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტითაა გაზრდილი - ოპოზიციის მხარდამჭერთა მესამედი და გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ნახევარი მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს

მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტითაა გაზრდილი,- ამის შესახებ ინფორმაციას „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კითხვაზე, როგორ შეაფასებთ არსებული მთავრობის საქმიანობას, 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, კარგად 54% აფასებს, მაშინ როდესაც, მარტის თვეში იმავე კითხვაზე დადებითი პასუხი 43-მა პროცენტმა გასცა. ოქტომბრის მონაცემებით, მთავრობის საქმიანობა ცუდად 38%-მა შეაფასა, მარტის მონაცემებით კი გამოკითხულთა 43 პროცენტი აფასებდა მთავრობის მუშაობას ცუდად.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მთავრობის შეფასება ყველაზე მაღალი მცირე ტიპის დასახლებებშია. შესაბამისად, მთავრობის საქმიანობით ყველაზე უკმაყოფილოები თბილისის მცხოვრებლები არიან, სადაც მთავრობის მუშაობას კარგად 41% აფასებს, ცუდად კი - 49%, მთავრობის მუშაობას ყველაზე კარგი შეფასება სოფელსა და უმცირესობების დასახლებებშია, სადაც შესაბამისად, კარგი შეფასება 60%-მა და 68%-მა მისცა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის მხარდამჭერთა მესამედი და გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ნახევარი მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს.

რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, მთავრობის მუშაობას ყველაზე კარგად 35-54 წლის ასაკობრივ კატეგორიებში აფასებენ, სადაც კითხვაზე პასუხს თუ როგორ მუშაობს მთავრობა, პასუხად: „კარგად“ 55%-მა გასცა, 18-34 ასაკობრივ კატეგორიაში პროცენტული მაჩვენებელი 52%-ს შეადგენს.

ამასთან, როგორც „ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში“ განმარტავენ, მთავრობის საქმიანობის დადებითმა შეფასებამ ყველაზე მეტად სოფლებში, ახალგაზრდებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩევლებში მოიმატა.

კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
BMW-ს ახალი ეპოქა: გაიცანით Neue Klasse-ის პირველი სერიული მოდელი iX3
ზაფხული „მოზაიკოს“ ტერასაზე - საავტორო კოქტეილები, თბილისური ხედები და განსაკუთრებული ადგილი შეხვედრებისთვის
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტში გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს