NDI - ევროკავშირში გაწევრიანება მოსახლეობის ურყევი ნებაა - ყველაზე მაღალი მხარდაჭერა დიდი ქალაქების მოსახლეობასა და ახალგაზრდებს შორისაა, ყველაზე დაბალი კი - ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა.

კვლევის თანახმად, ევროკავშირის ყველაზე მაღალი მხარდაჭერა დიდი

ქალაქების მოსახლეობასა და ახალგაზრდებს შორისაა, ყველაზე დაბალი კი - ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში.

კითხვაზე - მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, პასუხები ასე გადანაწილდა:

79% - მისაღებია

11% - მიუღებელია

9% - არ ვიცი

NDI-ის ინფორმაციით, მოსახლეობის აზრი გაყოფილია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ძალისხმევას დებს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. კერძოდ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ყველაზე მეტად სჯერათ, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

რაც შეეხება ნატო-ს, კვლების თანახმად მცირედი ვარდნის მიუხედავად, ნატო-ს მხარდაჭერა კვლავ მაღალია. ნატოს მხარდაჭერა ყველაზე მაღალი ქალაქის მოსახლეობაში, ახალგაზრდებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორისაა.

ინსტიტუტის ინფორმაციით, ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა ყველაზე მეტად ახალგაზრდებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებში შემცირდა.

ამასთან, კვლევის მიხედვით - უმრავლესობას სჯერა, რომ საქართველო ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან ახლო ურთიერთობით. ეთნიკური უმცირესობები დანარჩენი ქვეყნისგან განსხვავდებიან - უმეტესობამ არ იცის ამ ორ არჩევანს შორის რომელს მიანიჭებდა უპირატესობას; ამ დასახლების მეოთხედი კი რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის სანაცვლოდ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე უარს იტყოდა.

გარდა ამისა, NDI-ის კვლევის თანახმად, პარტიული სიმპათიების მიუხედავად, უმრავლესობას რუსეთთან დაახლოებას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება ურჩევნია.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა უმეტესობა მხარს უჭერს რუსეთთან არსებული ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებას. სხვებთან შედარებით, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას უფრო მეტად უჭერენ მხარს: სოფლებისა და ეთნიკური უმცირესობების მცხოვრებლები, უფროსი ასაკის მოქალაქეები, კაცები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები.

კერძოდ, 34% მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები ისე უნდა დატოვოს როგორც არის, 25%-ის აზრით, საქართველომ უფრო უნდა გააღრმაოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები, 25% ფიქრობს, რომ საქართველომ უფრო უნდა შეზღუდოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები, ხოლო გამოკითხულთა 14%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა