NDI - მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ დასაქმებულია

მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ დასაქმებულია. ამის შესახებ ინფორმაციას „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კვლევის თანახმად, თბილისის მოსახლეობა, 35-54 ასაკობრივი ჯგუფი და კაცები უფრო მეტად ამბობენ, რომ დასაქმებულები არიან.

კითხვაზე, ჩამონათვალიდან, რა უფრო შეესაბამება თქვენს მდგომარეობას, გთხოვთ შეარჩიეთ ის საქმიანობა, რომელიც თქვენთვის ძირითადია, 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, პასუხი შემდეგნაირად გამოიყურება:

44% - დასაქმებული;

41% - სხვა;

15% - დაუსაქმებელი;

კვლევის თანახმად, მათი თითქმის ნახევარი, ვინც ამბობს, რომ უმუშევარია, სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს, ან ვერ შოულობს სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურებით.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ოთხი წლის წინანდელთან შედარებით, ახლა მეტი მოქალაქე ამბობს, რომ მათი ოჯახი მეტ ფულს გამოიმუშავებს. მეტი შემოსავლის მიუხედავად, კი უმრავლესობას ხუთი წლის წინანდელთან შედარებით იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვთ.

აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა