სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. მილიციელის მიერ ცემის შედეგად საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აკაკი ბობოხიძე პასუხისმგებლობას ოკუპირებულ რეჟიმთან ერთად საქართველოს ხელისუფლებასაც აკისრებს

სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. მილიციელის მიერ ცემის შედეგად საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი ბობოხიძე პასუხისმგებლობას ოკუპირებულ რეჟიმთან ერთად საქართველოს ხელისუფლებასაც აკისრებს.

როგორც ბობოხიძე აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებას ახალისებს საოკუპაციო რეჟიმის მსგავს მოქმედებებს.

„პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებასაც იმ დანაშაულებრივი უმოქმედობის გამო, რომელიც ახალისებს საოკუპაციო რეჟიმის მსგავს მოქმედებებს.

„ევროპულმა საქართველომ“ თავის დროზე წარვადგინეთ იმ სამოქმედო ბერკეტების ნუსხა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ხელისუფლებას სურვილის შემთხვევაში ექნებოდა საშუალება დაიცვას არათუ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის უფლება, არამედ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებიც კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე“,- აცხადებს ბობოხიძე, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია