BTU-მ „წინანდლის პრემიის“ ნომინანტებიდან საკუთარი რჩეული დააჯილდოვა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა "წინანდლის პრემიის" ნომინანტებიდან საკუთარი რჩეული გამოავლინა და დააჯილდოვა. უნივერსიტეტის სპეციალური პრიზი გადაეცა პროზის კატეგორიიდან ანი ბალიაშვილს, სადებიუტო წიგნით "ფსკერზე", რომელიც გადმოსცემს ძალადობის მსხვერპლი ქალის მძიმე და დამაფიქრებელ ამბავს.

წიგნი გამომცემლობა პალიტრა L-ის მიერ არის გამოცემული.

წიგნის წარდგენა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში 19 დეკემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

ანი ბალიაშვილი დაჯილდოვდა სრული სასწავლო პაკეტით კოდინგის სკოლაში ქალებისთვის. მას ჯილდო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ენუქიძემ გადასცა დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, რომელიც ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში გაიმართა.

BTU დაარსების დღიდან აქტიურად ზრუნავს ქალების ტექნოლოგიებში ჩართულობის ზრდაზე. უნივერსიტეტს უკვე დიდი გამოცდილება აქვს ქალთა გაძლიერებისთვის განხორციელებულ პროექტებში. მათ შორის აღსანიშნავია პროექტი „500 ქალი ტექში“ რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელდა და მიმდინარე პროექტი „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“, რომელიც USAID თან პარტნიორობით ხორციელდება. საერთო ჯამში გადამზადებულთა რაოდენობა 3 000-ზე მეტია. აღსანიშნავია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ამ მიმართულებით პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებულიცაა.

რაც შეეხება „წინანდლის პრემიას“, სადაც BTU-მ საკუთარი რჩეული დააჯილდოვა, ის მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში გამოავლენს გამარჯვებულებს. „წინანდლის პრემია“ ემსახურება თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას. წლების განმავლობაში „წინანდლის პრემიამ“ ხელი შეუწყო ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში.

(R)

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
BMW-ს ახალი ეპოქა: გაიცანით Neue Klasse-ის პირველი სერიული მოდელი iX3
ზაფხული „მოზაიკოს“ ტერასაზე - საავტორო კოქტეილები, თბილისური ხედები და განსაკუთრებული ადგილი შეხვედრებისთვის
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტში გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს