ლაშა ფარულავა - არ მაქვს მოლოდინი, რომ ადამიანებს, რომლებიც თავისივე ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდნენ, ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში რაიმე პერსპექტივა ჰქონდეთ

არ მაქვს მოლოდინი, რომ ადამიანებს, რომლებიც თავისივე ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდნენ, ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში რაიმე პერსპექტივა ჰქონდეთ. ეს არის მთავარი ინდიკაცია იმისთვის, რომ ყველა ჩვენმა მხარდამჭერმა სწორი არჩევანი გააკეთოს და მოვლენები როგორც არის, რეალურად შეაფასოს, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.

მისივე განცხადებით, „საჭიროა ისეთი მოქმედებების დაწყება, რომელიც საქართველოს მოქალაქეს მისცემს საშუალებას, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს“.

„ის ადამიანები, რომლებიც თავისივე ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდნენ, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში მათ რაიმე პერსპექტივა ჰქონდეთ. ეს არის მთავარი ინდიკაცია იმისთვის, რომ ყველა ჩვენმა მხარდამჭერმა სწორი არჩევანი გააკეთოს და მოვლენები როგორც არის, რეალურად შეაფასოს. რეალურად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური ძალაა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ლიდერი, ანტიპუტინისტური მოძრაობის რეგიონული ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ამ რეჟიმის ტყვეა და საჭიროა ისეთი მოქმედებების დაწყება, რომელიც საქართველოს მოქალაქეს მისცემს საშუალებას, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს