აზერბაიჯანი კარანტინის რეჟიმს 2 აპრილამდე ახანგრძლივებს - აზერბაიჯანი-საქართველოს სახმელეთო საზღვარი დაკეტილი რჩება

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კორონავირუსული პანდემიის გამო დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2 აპრილამდე გაახანგრძლივა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და მისი შესაძლო შედეგების პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ვადა 2024 წლის 2 აპრილის 06:00 საათამდე გახანგრძლივდეს“, - ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ეს იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახმელეთო საზღვარი კვლავ დაკეტილი რჩება.

მანამდე ქვეყანაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის მოქმედების ვადა 2024 წლის 2 იანვრამდე იყო განსაზღვრული.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
BMW-ს ახალი ეპოქა: გაიცანით Neue Klasse-ის პირველი სერიული მოდელი iX3
ზაფხული „მოზაიკოს“ ტერასაზე - საავტორო კოქტეილები, თბილისური ხედები და განსაკუთრებული ადგილი შეხვედრებისთვის
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტში გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს